Monday, September 7, 2015

ჩემი პროექტის იდეა

           მოსწავლეები  ძალიან  არიან  დაინტერესებული  საქართველოს  მეფეთა  ცხოვრებით.საქართველოს  აღზევება და  განვთარება  განუყოფელია  ბაგრატიონების  სამეფო გვართან. ათასწლეულზე  მეტი  ხნის  მანძილზე  ისინი  ერთგულად  ემსახურებოდნენ  სამშობლოს. მათ   მემკვიდრეობით  გადაეცემოდათ  არა მარტო  სამეფო  ტახტი  და ბრწყინვალე  გვირგვინი,  არამედ სამშობლოსათვის  თავდადება. საქართველოს  კი  ოდითგანვე  უამრავი  მტერი  ჰყავდა.  დავით  აღმაშენებლის  ეპოქის  სიღრმისეული  შესწავლის  მიზნით მოსწავლეები  უნდა გაეცნონ  დამატებით წყაროებს დავით  აღმაშენებლის  ეპოქაზე  და შეადარონ  თეიმურაზ I-ის  ეპოქას. წყაროების  ანალიზის  შემდეგ  აკეთებენ  დასკვნებს  და  წარმოადგენენ  პრეზენტაციის  სახით.

No comments:

Post a Comment